FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  129

ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება.
1. დაჯარიმება ან/და სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. დარღვევის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით და საკუთარი ხარჯებით შესრულების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  129

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაწეული ხარჯების დადგენის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ხარჯების ანაზღაურების შესახებ დადგენილებას და მას სამშენებლო სამართალდამრღვევს უგზავნის. ხარჯების ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით არ დადგინდა სხვა ვადა, მაგრამ არაუმეტეს 180 კალენდარული დღისა.
4. იმ პირს, რომელმაც ხარჯი გასწია მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისათვის, მისი მდგრადობისათვის და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯის გაწევა გამოწვეულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვს, მოსთხოვოს დამრღვევს მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. აღნიშნული ხარჯის ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას სასამართლო განიხილავს.