FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით;
    ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში,ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით გამოწვეული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას პერსონალის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება;
    გ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ ქვეყნებს შორის დადებულ შეთანხმებას;
    დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მოპყრობა;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ო) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი;
    პ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, რომელსაც შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება და რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო, სამრეწველო ან სამედიცინო მიზნით;
    ჟ) მაიონებელი გამოსხივების წყარო − მაიონებელი გამოსხივების გენერატორი, რადიოაქტიური წყარო ან სხვა რადიოაქტიური მასალა;
    რ) მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტის ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ს) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტი − ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული I და II ავარიული მზადყოფნის კატეგორიებისთვის მიკუთვნებული ობიექტები, ასევე ნებისმიერი დანიშნულების ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც საობიექტო შემთხვევების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ობიექტზე დაცვითი ღონისძიებებისა და რეაგირების სხვა ღონისძიებების მიღება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნების მისაღწევად; ან სადაც წარსულში მოხდა ამგვარი საობიექტო შემთხვევა;
    ტ) მოსახლეობის დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად ადამიანების პროფესიული ან/და სამედიცინო დასხივება;
    უ) ოპერატორი − პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება;
    ფ) პროფესიული დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად პერსონალის დასხივება, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს;
    ქ) რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ღ) რადიაციული დაცვა − ადამიანთა დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და მისი მიღწევის საშუალებები;
    ყ) რადიაციული რისკი − რადიაციული დასხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ასევე, ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც დასხივების, რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში გაფრქვევის, ასევე ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციასა და რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის პირდაპირი შედეგია;
    შ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში მათ არსებობას;
    ჩ) რადიოაქტიური მასალა − რადიოაქტიური ნივთიერების შეცველი მასალა;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ჰ-4) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის დროს ან მკურნალობის მიზნით; პაციენტის დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც ვრცელდება პროფესიული დასხივება); მოხალისე, რომელიც ჩართულია ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამაში; ჰ-5) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ-6) საქმიანობის გაფართოება − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება; ჰ-7) უსაფრთხოების შეფასება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება; ჰ-8) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ან მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა გადაცემული ავტორიზაციის გარეშე; ჰ-9) ფიზიკური დაცვა − მაიონებელი გამოსხივების წყაროს, ბირთვული მასალისა თუ შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანების, დაკარგვის, უკანონო დაუფლებისა და გადაცემის პრევენციის ღონისძიებები.
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ე) ბირთვული დაცულობა − ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიურ მასალასთან, ასოცირებულ ობიექტთან ან ასოცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამ ქმედებებზე რეაგირება;
    ვ) ბირთვული დაცულობის კულტურა − მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და ქცევის ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ბირთვული დაცულობის მდგრადობას;
    ზ) ბირთვული დაცულობის სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული ტერორიზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის პრევენცია;
    თ) ბირთვული უსაფრთხოება − ოპერირების სათანადო პირობები, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია და ამ სიტუაციის შედეგების მიტიგაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც ხორციელდება არასათანადო რადიაციული რისკისგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა;
    ი) ბირთვული უსაფრთხოების კულტურა − მახასიათებლებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა, რომლითაც რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განსაზღვრულია პრიორიტეტულად და მათ პირის საქმიანობაში სათანადო ყურადღება ენიჭება;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

კ) ბირთვული მასალა − სპეციალური ხლეჩადი მასალა ან ნებისმიერი საწყისი მასალა. სპეციალურ ხლეჩად მასალას განეკუთვნება: ურანი-233, ურანი-235-ით ან ურანი-233-ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა აღემატება ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ ზემოხსენებულ ნივთიერებას; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ-238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს. საწყის მასალას განეკუთვნება: ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი და თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით;
    ლ) ბუნებრივი გამოსხივება − გარემოში მუდმივად არსებული მაიონებელი გამოსხივება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან გარემოში არსებულ წყაროებთან, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია;
    მ) დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა;
    ნ) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ც) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
    ძ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე;
    წ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
    ჭ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  4

ხ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია რადიაციული დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია;
    ჯ) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო;
    ჰ) რადიონუკლიდი − ქიმიური ელემენტის ატომი, რომლის ბირთვი არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას; ჰ-1) რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ფარგლებში; ჰ-2) რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების ცალკეული კატეგორიის გამიზნული გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლის სფეროდან; ჰ-3) რეგულირებიდან გათავისუფლება − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური გამოსავალია;