Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 13 რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება. 1. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოსგან მიიღოს ამონაწერი. 2. ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისთვის განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. ამონაწერი მზადდება რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემების საფუძველზე და ასახავს ამონაწერის მომზადების მომენტისთვის ძალაში მყოფ მონაცემებს რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ. 3. რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ასლები განთავსებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეგისტრაციის მოთხოვნა მიიჩნევა მონაცემთა სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების ამ მუხლის შესაბამისად დამუშავებაზე თანხმობის განცხადებად. 4. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოქვეყნებად მიიჩნევა ფაქტის თაობაზე ინფორმაციის ან დოკუმენტის მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსება. |
მეწარმეთა შესახებ article 13 5. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა, უნდა გამოქვეყნდეს: ა) რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მათში განხორციელებული ყველა ცვლილება; ბ) სულ მცირე წელიწადში ერთხელ − სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა, თუ ეს მონაცემი რეესტრშია რეგისტრირებული. 6. მეწარმის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია ამ კანონით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი მონაცემების რეესტრისთვის მიწოდებისთვის. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |