Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 10 ინფორმაციის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა. დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან შემდეგი ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვნასთან, მიწოდებასა და გაცვლასთან დაკავშირებით: ა) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას; ბ) ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, რომლებიც ეხება ძებნისადმი დაქვემდებარებულ ან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებს ან იმ პირებს, რომლებზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში; გ) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება დამნაშავეთა კავშირებს, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების სტრუქტურას, ცალკეული დამნაშავეებისა და დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ გამოყენებულ ტიპურ მეთოდებს, დანაშაულის ჩადენის დროს, ადგილსა და modus operandi-ს; დ) ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთის ქვეყანაში ან საზღვარგარეთის ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ან რეგისტრაციას; |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 10 ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების, გემის, საჰაერო ხომალდის, უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისი მესაკუთრის ან მფლობელის პერსონალური მონაცემები; ვ) ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია; ზ) ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული შემოსავლებისა და ქონების, აგრეთვე დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ან გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების შესახებ; თ) ინფორმაცია კომერციული იურიდიული პირის, მისი მესაკუთრისა და მასში მომუშავე პირის შესახებ, რომლის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, თუ აღნიშნული პირები არიან ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები; ი) ინფორმაცია ფიზიკური ან იურიდიული პირის შემოსავალსა და დანახარჯს შორის შეუსაბამობის შესახებ, რომლის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, თუ აღნიშნული პირი არის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; კ) ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ; ლ) საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია და მონაცემები. |