Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 45 საპენსიო აქტივების გადატანა. 1. ყველა საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო აქტივების გადატანის შესაძლებლობასა და წესებს. 2. ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, გადაიტანოს საპენსიო აქტივები, თუ შეწყდა დამსაქმებელთან მისი შრომითი ურთიერთობა, შეწყდა მისი წევრობა დასაქმებულთა გაერთიანებაში, პროფესიულ ორგანიზაციაში ან შეწყდა მისი დამსაქმებლის წევრობა დამსაქმებელთა გაერთიანებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში შემდეგ შემთხვევებში: ა) იმ მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციისას, გადახდისუუნარობისას ან გაკოტრებისას, რომელმაც დააფუძნა და დაარეგისტრირა ჯგუფური საპენსიო სქემა; ბ) ჯგუფური საპენსიო სქემის შეწყვეტისას; გ) საპენსიო კომპანიის სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმისას. 4. ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში შემდეგ შემთხვევებში: ა) იმ მზღვეველის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისას, გადახდისუუნარობისას ან გაკოტრებისას, რომელმაც დააფუძნა და დაარეგისტრირა ინდივიდუალური საპენსიო სქემა; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 45 ბ) ინდივიდუალური საპენსიო სქემის შეწყვეტისას. 5. საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო აქტივები სხვა საპენსიო სქემაში გადაიტანოს ამ საპენსიო სქემის საპენსიო სქემის წესების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 6. თუ მონაწილეს სურს საპენსიო აქტივები, რომლებზედაც მას აქვს უფლებები, გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას და წარუდგინოს მას ალტერნატიულ საპენსიო სქემაში საპენსიო აქტივების გადატანაზე ამ საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. მონაწილის საპენსიო სქემაში მონაწილეობა წყდება მის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების უზრუნველყოფიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ. აღნიშნულ დღეს საპენსიო აქტივების გადარიცხვა უნდა განხორციელდეს გადამცემი საპენსიო სქემიდან (სქემა, რომელსაც მონაწილე ტოვებს) მიმღებ საპენსიო სქემაში (სქემა, რომელსაც მონაწილე უერთდება). 8. გადასარიცხი თანხის მოცულობა შეადგენს პირად საპენსიო ანგარიშზე ბოლო შეფასების თარიღისთვის დაფიქსირებული საპენსიო აქტივების ღირებულებას, შესაბამისი გადასახდელი ხარჯების გამოკლებით. 9. სამსახური ნორმატიული აქტით ადგენს საპენსიო აქტივების გადატანის წესს. |