Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 73 საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. 2. საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ან საჰაერო გზით შემოიტანება და რომელიც არ გადმოიტვირთება და რჩება იმავე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მხოლოდ იმ პორტში ან აეროპორტში, სადაც მისი გადმოტვირთვა ან გადატვირთვა ხორციელდება. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის ჩამოტვირთვა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვა ხდება სხვა საქონლის გადმოტვირთვის ან დატვირთვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულ პორტში ან აეროპორტში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის ვალდებულების მიუხედავად, მის ნაცვლად საბაჟო ორგანოს საქონელი შეიძლება წარუდგინოს: |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 73 ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირმა ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმომ. 4. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას პირმა უნდა მიუთითოს ამ საქონელზე წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, ხოლო ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საბაჟო დეკლარაციაზე ან დროებით შენახვის საბაჟო დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის. 5. თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელზე ეს დეკლარაცია წინასწარ წარდგენილი არ არის, ამ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა რომელიმე პირმა იმავე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია ან მის ნაცვლად − საბაჟო დეკლარაცია ან დროებით შენახვის დეკლარაცია. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 73 6. თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი. 7. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონელი საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე არ უნდა გადაადგილდეს მისი წარდგენის ადგილიდან. 8. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისა და მისი წარდგენის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |