Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 2 კანონის მოქმედების სფერო. 1. კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 11. აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის, აქციონერთა უფლებებისა და მოვალეობების, სამეწარმეო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვისა და აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ ამ კანონის მოთხოვნები, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, VIII თავით, 152-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებით, 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 166-ე მუხლის პირველი პუნქტით, 169-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით, 170-ე და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 192-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით, 193-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5−მე-10 პუნქტებით, 194-ე და 201-ე მუხლებით, 202-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებითა და 225-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 2 2. არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე. 3. არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, იმავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“, „მიკრობანკი“, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას. 5. კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებანი. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ . 125 |