Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება. 1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და M2, M3, N ან O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მართავს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. 3. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელსაც: ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 5. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 20 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 6. იმ მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც: ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას. 7. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი მას ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატიული ნარკოტესტერის (შემდგომ − ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს მძღოლის შემოწმებას მისი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 2. თუ ნარკოტესტერის მეშვეობით არ დადგინდა მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, თუმცა მისი გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილია მას მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაყვანა. ნარკოტესტერით შემოწმებაზე უარის თქმა, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე უარის თქმა ან ამ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევის ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500 ლარს − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ბ) სამართალდამრღვევი გადაიხდის 3 000 ლარს − ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ მან ნებაყოფლობით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი და გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 5 000 ლარს; |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1152 ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს შეეზღუდება იარაღთან დაკავშირებული უფლებები 3 წლამდე ვადით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. |