FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  64

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი.
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის მოსამსახურეს ან სხვა პირს ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურემ შეიძლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური – გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად აუცილებელი ძალა. ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
3. გაქცევად მიიჩნევა:
    ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის გადაკვეთა;
პენიტენციური კოდექსი

article  64

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას მის მიერ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული დაცვის ხაზის გადაკვეთა.
4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე განახორციელოს გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
5. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა ეკრძალება იმ მოსამსახურეს, რომელსაც ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან უშუალო შეხება აქვს.
6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისა და ამ კოდექსის  61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.