Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 10 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ კანონით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) უსკოსა და მისი აპარატისგან; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; გ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა უსკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების ჩატარებისას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ექვემდებარება უსკოს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 10 5. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. 6. უსკოს აპარატის თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 10 7. უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ – „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №52-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025წ. |