Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 1 კანონის მიზანი და რეგულირების სფერო. 1. კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები. 2. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს. |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 1 კანონის მიზანი და რეგულირების სფერო. . პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, FAO-ს „პესტიციდების განაწილებისას და გამოყენებისას წესების საერთაშორისო კოდექსი“, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460 |