FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ტურიზმის შესახებ

article  39

დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული წინასახელშეკრულებო ინფორმაცია.
1. მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე გარკვევით და სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია, მათ შორის, ქცევის კოდექსის შესახებ, სტანდარტული ფორმების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს უფასოდ, მატერიალური ფორმით ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე, რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
3. მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შედგენილი იყოს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც ის არის (მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად), ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფო ენაზე, თუ ეს ენა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენაა.