FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წყლის შესახებ

article  76

წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა.
1. წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ამოცანაა წყლის ობიექტების და მათში არსებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის, მისი გამოყენების მონაცემების დადგენა, წყალმოსარგებლეთა შორის წყლის მეცნიერულად დასაბუთებული განაწილება მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროების პირველ რიგში დაკმაყოფილებით, წყლის დაცვა და მისი მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ დამტკიცებული ფორმებითა და პროცედურებით.
3. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმებს და მისი წარმოების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.
4. წყალსარგებლობის სპეციალური ფორმით მოსარგებლე ვალდებულია წყალსარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიან საინფორმაციო სახელმწიფო ფონდს, სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
წყლის შესახებ

article  76

5. მიწისქვეშა წყლების შესწავლის სამუშაოები, მათი საბადოები, მარაგი და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით ყველა სხვაგვარი სარგებლობა ექვემდებარება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღრიცხვას.