Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 350 1. სხვადასხვა, მათ შორის გირაოთი უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უნდა დაკმაყოფილდეს უპირველესი მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით: ა) შრომის სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დასახიჩრებით, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მათი სრული დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური დაზღვევის მოთხოვნები, რამდენადაც ყველა ეს მოთხოვნა ეხება შესაბამის გემს; ბ) ბირთვული ზიანიდან და ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე მოთხოვნა; გ) სანავსადგურო საფასურის მოთხოვნა; დ) გადარჩენის ჯილდოსა და საერთო ავარიის შენატანების საერთო მოთხოვნა; ე) ზღვაზე გემების შეჯახებით ან სხვა საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული ზიანის, ნავსადგურის ნაგებობათა, ნავსადგურის სხვა ქონების, აგრეთვე სანავიგაციო მოწყობილობათა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა; ვ) გემის კაპიტნის უფლებამოსილების ფარგლებში გემის შენარჩუნების ან რეისის გაგრძელებისათვის ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მოთხოვნა; ზ) ტვირთთან ან ბარგთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა; თ) ფრახტისა და ტვირთის გადასაზიდად გადასახდელი სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნა. |
საზღვაო კოდექსი article 350 2. სანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დაკმაყოფილდება ისინი. |