FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

article  7

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები.
1. 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
    ა) „საქართველოს სსრ ზოგიერთი ნაკრძალის აღდგენის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 10 აპრილის №196 დადგენილების (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1957 წ., №4) პირველი პუნქტის ჩამონათვალის მე-5 აბზაცი;
    ბ) „ქალაქების თბილისისა და რუსთავის მწვანე ზონის გაფართოების, გარემოს გაჯანსაღებისა და მშრომელთა მასობრივი დასვენების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 6 მარტის №143 დადგენილების (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1973 წ., №3) მე-3 პუნქტი;
    გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 22 მაისის №372 დადგენილება „საგურამოს ეროვნული პარკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1979 წ., №3, მუხ. 40). საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი № 1533 -სსმ I, № 21 , 0 3 .0 8 . 200 9წ; მუხ. 118 საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2309 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.