FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 11

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები;
    ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – მუნიციპალიტეტის ორგანოები; ბ-1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც: ბ-1.ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ-1.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ-1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

ბ-2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც: ბ-2.ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ-2.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ-2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს; ბ-3) სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო − სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ რეესტრში ასახული, სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული: ბ-3.ა) ცენტრალური ხელისუფლების მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო; ბ-3.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო; ბ-3.გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ; გ -2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ-3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
    დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

დ-1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
    ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ე-3.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
    ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

ვ-1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
    ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ზ-3.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
    თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

თ-2. გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
    ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
    კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; კ-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი;
    ლ) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;
    მ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

ნ) მუნიციპალიტეტი, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;
    ო) (ამოღებულია - 14.12.2018, №4017);
    პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;
    ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება; ჟ-1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისთვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – მუნიციპალიტეტი;
    ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობის ვალის გაანგარიშებისას სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული საწარმო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია;
    ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

უ) საფინანსო ორგანო – მუნიციპალიტეტის, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის;
    ფ) საბიუჯეტო წელი – კალენდარული წელი;
    ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი;
    ღ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;
    ყ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის;
    შ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  6

ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ამ მუხლის „ბ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებულ ანგარიშებზე;
    ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – ამ მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებზე მიღება და ანგარიშებიდან გასვლა;
    ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;
    წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება;