FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  30

1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობას.
2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლში მითითებულ თანამდებობის პირთა/ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუ­წონ­ლობის მოტივით.
3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის) თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის, ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 25 ნოემბრის კანონი №17 - ვებგვერდი, 30.11.2020 წ.