FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  3

ანგარიშვალდებული პირები.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან:
    ა) ფინანსური ინსტიტუტები: ა.ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი; ა.ბ) საპენსიო კომპანია; ა.გ) სადაზღვევო ბროკერი; ა.დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ა.ე) კომერციული ბანკი; ა.ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ა.ზ) საბროკერო კომპანია; ა.თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ა.ი) სადაზღვევო ორგანიზაცია; ა.კ) სალიზინგო კომპანია; ა.ლ) სესხის გამცემი სუბიექტი; ა.მ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი; ა.ნ) საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია; ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი; ა.პ) მიკრობანკი; ა.ჟ) აქტივების მმართველი კომპანია; ა.რ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;
    ბ) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები: ბ.ა) ადვოკატი, საადვოკატო ბიურო; ბ.ბ) ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი; ბ.გ) ნოტარიუსი; ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, საბუღალტრო ფირმა; ბ.ე) აუდიტორი, აუდიტორული (აუდიტური) ფირმა; ბ.ვ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი;
    გ) საჯარო დაწესებულებები:
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  3

გ.ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური).
2. ამ კანონის მოთხოვნები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის კლიენტს უწევს შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას:
    ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება;
    ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა;
    გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა;
    დ) იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება;
    ე) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;
    ვ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა-გაყიდვა.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  3

3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე მის მიერ კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემის შემთხვევაში ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოში ან არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობის ან/და ასეთი წარმომადგენლობის მომზადების შემთხვევაში.
4. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე.
7. შემოსავლების სამსახურზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
8. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებაზე.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  3

9. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებისას მასზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელების ვალდებულება.