Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 32 გენერალური დირექტორი. 1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი. 2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს. |
მაუწყებლობის შესახებ article 32 4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 5. გენე რალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს. 6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. 7. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. |