FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეწარმეთა შესახებ

article  176

აქციონერის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
1. თუ სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა თავისი დომინანტური მდგომარეობა განზრახ გამოიყენა ამ სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
2. დომინანტ აქციონერად მიიჩნევა აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საერთო კრებაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგზე. ეს აქციონერი/აქციონერთა ჯგუფი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით.
მეწარმეთა შესახებ

article  176

3. პირი, რომელიც განზრახ იყენებდა თავის ძალაუფლებას სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ზემოქმედებას ახდენდა სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრზე, რათა ამ წევრს სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელმაც ზიანი გამოიწვია, ვალდებულია სააქციო საზოგადოებას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. აღნიშნული პირი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით.
4.  სააქციო  საზოგადოების  მმართველი  ორგანოს  წევრი,  რომელმაც  არ შეასრულა მოვალეობა, პასუხს აგებს სოლიდარულად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად. სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ ქმედების მოწონება სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ხელმძღვანელი პირი ვალდებული არ არის აანაზღაუროს ზიანი, თუ მისი ქმედება კანონის შესაბამისად მიღებულ საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.
მეწარმეთა შესახებ

article  176

5. სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარულად აგებს პასუხს ის პირიც, რომელმაც ზიანის გამომწვევი ქმედების შედეგად სარგებელი მიიღო და განზრახ მოახდინა ზემოქმედება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე.
6. კრედიტორისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უქმდება სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამის მოთხოვნებზე უარის თქმით ან იმაზე მითითებით, რომ ზიანის გამომწვევი ქმედება საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა. მუხლი 177. აქციონერთა შეთანხმება 1. აქციონერები ან აქციონერები და მესამე პირი უფლებამოსილი არიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებული იქნებიან დადგენილი წესით განახორციელონ აქციიდან გამომდინარე ან სხვა უფლებები და შეასრულონ შესაბამისი მოვალეობები (აქციონერთა შეთანხმება). აქციონერთა შეთანხმების დადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააქციო საზოგადოებას.
მეწარმეთა შესახებ

article  176

2. აქციონერთა შეთანხმება სპეციალურ ფორმას არ მოითხოვს. აქციონერთა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ იმ აქციის გასხვისების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც დადებულია აქციონერთა შეთანხმება, აქციონერთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები შემძენზე არ გადადის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული აქციონერთა შეთანხმებითა და აქციის გასხვისების ხელშეკრულებით.
3. აქციონერთა შეთანხმების შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მისი მხარეებისთვის. აქციონერს აქციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე უარი არ უნდა ეთქვას მის მიერ აქციონერთა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაშიც კი. აქციონერთა შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს სააქციო საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გაბათილების საფუძველი.