Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 10 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა. 1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დგინდება: ა) ხმელეთზე – რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და ხაზების ან თვალსაჩინო ორიენტირების მეშვეობით; ბ) ზღვაზე – საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და მათი მიმდებარე ზონის მიხედვით; გ) სანაოსნო მდინარეზე – მთავარი ფარვატერის ან ტალვეგის შუაში; დ) არასანაოსნო მდინარეზე ან ნაკადულზე – შესაბამისად მდინარის ან ნაკადულის ანდა მისი მთავარი ტოტის შუაში; ე) ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე – სწორ ხაზზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე გავლის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს; ვ) ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე – მის შევსებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესაბამისად; ზ) სასაზღვრო ზოლში მდებარე სარკინიგზო და ავტოსაგზაო ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე – მათი გეგმის განივი ღერძის ან ნაგებობის შუაში, მიუხედავად იმისა, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წყალზე. |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 10 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მდინარეზე, არხზე, ნაკადულზე, ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც მათი ნაპირების მოხაზულობისა და წყლის დონის ცვლილების, არც მდინარის, ნაკადულის ან არხის კალაპოტის ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში. |