FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  72

დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
    ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
    ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
    გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.
2. პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  72

3. თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს.
4. საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდსა და ამ ხომალდით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ საქონლის ან/და ამ ხომალდის შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვა.