Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 4 მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია. 1. სამართალსუბიექტი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში (პროექტი). 11. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. 12. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხასა და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. |
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 4 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომლის საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადება შეუძლებელია, დამკვეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლების გარეთ. |