Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 29 აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი. 1. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს მთავრობა. 2. მართვის უფლებით გადაცემული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ. |