FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  13054

ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა.
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები აისახება ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნაში.
2. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
3. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა დადებითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.
4. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა უარყოფითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად არ ასრულებს/ვერ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს ან მხარდაჭერის გაწევისას შეინიშნება გარკვეული ხარვეზები და აუცილებელია ამ კოდექსის 1305-5 მუხლით დადგენილი წესით რეაგირება.
5. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის თაობაზე ინფორმაცია შეიტანება ამ კოდექსის 1305-6 მუხლში აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში.