FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  272

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს:
    ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დადგენილება ძირითადი ადმინისტრაციული სახდელისა და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ − მომჩივნის სურვილით, ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ან დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესით;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  272

ა-1) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის ან სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მიღებული ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 157-ე მუხლით ან 177-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, − ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;
    ბ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან);
    გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;
    დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  272

2. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივარი 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზედაც არის შეტანილი და რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს იგი.
21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანება უშუალოდ ან დისტანციურად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
22. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი შეიტანება უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
3. პირს, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.