Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 631 თავის მიზანი და მოქმედების სფერო. 1. ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს, მემანქანის, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სასწავლო ცენტრის უფლებებსა და მოვალეობებს. 2. ეს თავი არ ვრცელდება იმ მემანქანეზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ: ა) მეტროში, ტრამვაიში ან სხვა მსუბუქრელსიან სარკინიგზო ტრანსპორტში, რომელიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან; ბ) იმ ქსელზე, რომელიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო ან საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებისთვის; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელის მიერ გადაზიდვების საკუთარი მიზნებისთვის განსახორციელებლად; დ) სარკინიგზო ლიანდაგის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელიც (რომლებიც) რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით ჩვეულებრივი მიმოსვლისთვის დროებით დაკეტილია. |