Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 11 გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იღებს კანონმდებლობით დადგენილ გასამრჯელოს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 11 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. 2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს. 3. უზრუნველყოფილია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. 4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. 5. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; |