Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 30 თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები. 1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით. 2. აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები. 3. აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 30 4. 2011 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 5. ამასთანავე, მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 6. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 –ის ოდენობისა; დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ. |