Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 18 ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს; გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად; დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 18 საკონსულტაციო საბჭო. 1. საჯარო დაწესებულება საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. 2. საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი: ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი. 3. საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი. 4. საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს. 5. საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით. 6. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო დაწესებულების წესდებით. 7. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს. 8. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ. 9. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 10. საკონსულტაციო საბჭო: |