Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 25 პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოსთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 1. პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ იგი უარს აცხადებს სამსახურთან თანამშრომლობაზე ან განზრახ თავს არიდებს მას. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ის უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული აღიარების წესით. 2. ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების, ასევე პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესების დარღვევა გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე. |