FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  55

უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება.
1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით:
    ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში;
    ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში;
    გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და უმეთვალყურეოდ იმყოფება;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  55

უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება. .
    დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას;
    ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება;
    ვ) თუ იქმნება არასრულწლოვნის უმეთვალყურეოდ დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  55

უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება. . .
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო.
4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.