FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  31

1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძა­ლა­და­კარ­გულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან იწვევს შესაბამისი ქონებისა და სა­ბიუ­ჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხით ზიანს აყე­ნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.
3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.