FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  93

გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა.
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და დაკავშირებული პირობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად.
2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ.
3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  93

4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვის, ხოლო სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში − ობიექტთა ჯგუფისთვის. ამასთანავე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ, მათ შორის, იმ ობიექტთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით, შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვის. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც.
5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ.