Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 10 საქველმოქმედო საქმიანობა. 1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის: ა.ა) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისთვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ავარიის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისთვის); |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 10 ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის; ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით; ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას; ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 10 2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3530 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. |