FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  27

სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირება და დამუშავება.
1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების ყოველი დონაციის დროს უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირება.
2. დონორის სისხლის ტესტირებას ახორციელებს ცენტრალური ტესტირების ლაბორატორია.
3. სავალდებულოა მთლიანი, აფერეზული და ავტოლოგიური სისხლის შემდეგი სახის ტესტირებების განხორციელება:
    ა) ABO-ჯგუფის განსაზღვრა (გარდა ფრაქციონირებისთვის განსაზღვრული პლაზმისა);
    ბ) Rh D-ჯგუფის განსაზღვრა (გარდა ფრაქციონირებისთვის განსაზღვრული პლაზმისა);
    გ) ტესტირება აივ ინფექციაზე;
    დ) ტესტირება C ჰეპატიტზე;
    ე) ტესტირება B ჰეპატიტზე;
    ვ) ტესტირება სიფილისზე;
    ზ) სხვა, დამატებითი ტესტირება კონკრეტული კომპონენტებისთვის ან დონორებისთვის ანდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო (საჭიროების შემთხვევაში).
4. სისხლის ლაბორატორიული ნიმუშის აღება დონაციის დროს უნდა განხორციელდეს. საკვლევი მასალის დამუშავებისა და შენახვის სათანადო პირობები მკაცრად უნდა იქნეს დაცული.
5. ლაბორატორიული კვლევის ხარისხის შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  27

6. სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და პროცედურები (მათ შორის, ტრანსფუზიით გადამდებ ინფექციებზე სეროლოგიურ, მოლეკულურ, იმუნოჰემატოლოგიურ და სხვა ლაბორატორიულ ტესტირებებთან დაკავშირებული მოთხოვნები და პროცედურები), ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მომსახურებების მიწოდებისადმი მოთხოვნების აღწერილობა, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებისა და ხარისხის კონტროლისადმი მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
7. სისხლისა და მისი კომპონენტების დამუშავება უნდა განხორციელდეს შესაბამისი, ვალიდირებული პროცედურებით. ეს პროცედურები უნდა მოიცავდეს დამზადებულ სისხლის კომპონენტებში მიკრობული დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებებსაც.
8. სისხლის ან მისი კომპონენტების იმპორტის შემთხვევაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სისხლისა და მისი კომპონენტების ტესტირება ჩატარებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით  გათვალისწინებული ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.