FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მედიაციის შესახებ

article  4

მედიატორის არჩევა/დანიშვნა.
1. მედიაცია შეიძლება ერთდროულად ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა წარმართოს.
2. მედიატორის არჩევაზე თანხმდებიან მხარეები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სასამართლო მედიაციის დროს მხარეები მედიატორს ირჩევენ სასამართლოს მიერ მედიატორთა ერთიანი რეესტრის საფუძველზე შედგენილი და მხარეებისათვის შეთავაზებული მედიატორთა კანდიდატურების სიიდან, მისი საქმიანობის არეალის გათვალისწინებით; ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორისათვის დამატებითი მოთხოვნები (ასაკი, სტაჟი ან/და უმაღლესი განათლება) განსაზღვროს. ეს მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე იმ შემთხვევისათვის, როდესაც მედიატორი მხარეთა შეთანხმების გარეშე ინიშნება. თუ სასამართლოს მიერ მხარეებისათვის მედიატორთა კანდიდატურების სიის შეთავაზებიდან 3 დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის კანდიდატურის არჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ან ორგანო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, ამ პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მედიატორად ნიშნავს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მომდევნო პირს.
მედიაციის შესახებ

article  4

4. კერძო მედიაციის დროს მხარეები მედიატორად ირჩევენ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორს, რომელიც ვალდებულია მედიაციის პროცესი ამ კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად წარმართოს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის შერჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მხარეთა მიმართვის საფუძველზე მედიატორს ნიშნავს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან, თუ მხარეებს მედიატორის დანიშვნის სხვა წესი არ აქვთ განსაზღვრული.