FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 50

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის  პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. ხელმისაწვდომი, ხარისხიანი  ჯანდაცვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტია აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ზრუნვა.
1.1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა  (პროგრამული კოდი  05 02) (ამოღებულია) 1.2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირების) ამბულატორიული დახმარების პროგრამა   (პროგრამული კოდი  05 03) დადგენილია, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. სინამდვილეში კი, სიღარიბისა და ფინანსური ხელმიუწვდომლობის მიზეზით, იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მითუმეტეს,  მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისს. ასეთ ვითარებაში დევნილთა, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, ეკონომიური  სიდუხჭირიდან გამომდინარე, დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტურობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამისი პროგრამული ჯანდაცვითი ღონისძიებების შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დევნილი თანამემამულეებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა უაღრესად სერიოზული საფრთხეების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ცხადია, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური სახისაა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკური ანალიზი აჩვენებს დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის შესაბამისად, კლასიფიკატორის ჯგუფების უმრავლესობაში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. საყურადღებოა დაავადებათა „გაახალგაზრდავების“ არასახარბიელო ტენდენციაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. სიტუაციის ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ამბულატორიული პროფილის კომპლექსური სამედიცინო ღონისძიებების რეალიზაციით შესაძლებელი ხდება არამარტო კონკრეტულ მოქალაქეთა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებლებში ერთგვარი სტაბილიზაციის და ცალკეულ შემთხვევებში პოზიტიური ძვრების მიღწევა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სადიაგნოსტიკო პროფილის სერვისით უზრუნველყოფა,  მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული და ფინანსების გზით,  რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია დაავადებათა მაღალტექნოლოგიურ, სწორ დიაგნოსტირებაზე. ეს კი ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა.
1.3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა (პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირთა) ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა   (პროგრამული კოდი  05 04) სამინისტროს მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამების სახით აფხაზეთის მოსახლეობის (პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულთა) პროფილური სამედიცინო  საქმიანობის სწორი დაგეგმვა-რეალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და რიგ შემთხვევებში დადებითი ტენდენციების მიღწევა. ამ პირობებში სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით უზრუნველყოფას, რაც ორიენტირებულია მოქალაქეთათვის ამ სახის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, მათი სამედიცინო აქტივობის ამაღლებაზე და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

აფხაზეთის მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით (მათ შორის, კორონაროგრაფიული მომსახურების) უზრუნველყოფა. პროგრამა გულისხმობს საპროგნოზო პერიოდში ჰოსპიტალური დახმარების პროგრამის რეალიზებას, რომლის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები) მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების გზით ბენეფიციარებისთვის იმ დახმარების გაწევას, რაც, ძირითადად, დარჩენილია ცენტრალური (სახელმწიფო) ჯანდაცვითი პროგრამების მომსახურების ჩამონათვალის მიღმა (მათ შორის, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისა). რეალურად, ამ პროგრამის განხორციელება, დამატებითი ღონისძიების სახით, ემსახურება საპროგნოზო პერიოდში სამოქმედოდ გათვალისწინებულ სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში მოსალოდნელი ლუფტების შევსების საქმეს. ზემოაღნიშნულთან   ერთად,   პროგრამის   კომპონენტების  განსაზღვრისას   მნიშვნელობა ენიჭება მათ ეფექტურობას,  ჯანმრთელობის  მდგომარეობის გაუმჯობესებაზე/სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მათი რეალური პოზიტიური ზემოქმედების ხარისხს და სხვა იმ დადებით მომენტებს, რაც ვითარების კონტროლირებად სივრცეში მოქცევისთვისაა აუცილებელი.
1.4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა  (პროგრამული კოდი  05 05 )
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარების მიახლოების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა, წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს როგორც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ისე ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური  სამედიცინო  გასინჯვების  ძირითადი  მიზანია ავადობის აქტიური გამოვლინება,  ჯანმრთელობის  ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და ამასთან ერთად იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიკური მეთვალყურეობა გამოვლენილ პაციენტებზე.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

თავად პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილი. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას პირველადად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვა. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში, ადრე პაციენტისათვის ცნობილი არ იყო, ან იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატული ექოსკოპები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები). საყურადღებოა, რომ სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არამარტო უფრო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

1.5. აფხაზთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამა (პროგრამული კოდი  05  09 ) აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული პრობლემებით ხასიათდება, რისი მიზეზებიცაა ქვეყნის მოსახლეობის ამ ნაწილის უმეტესობის სოციალური მოუწყობლობა, უმუშევრობა, არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები, არაბალანსირებული კვება, სიძნელეები ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებაში, ქრონიკული სტრესები და ა.შ., რამაც  თავისი ნეგატიური კვალი დააჩნია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  მახასიათებელ ძირითად პარამეტრებს. ასეთ პირობებში აღსანიშნავია სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამის ეფექტურობა და მასზე მაღალი მოთხოვნილება, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, მხედველობის ორგანოს პათოლოგიების  მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიმართულებით. პროგრამის რეალიზაცია შესაძლებელს გახდის აფხაზეთის მოსახლეობის, პირველ რიგში ბავშვთა ასაკის, არაინვაზიური სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების მქონე ნაწილისთვის ადეკვატური  სამედიცინო დახმარების  ხელმისაწვდომობას.
1.6. რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამა (პროგრამული კოდი  05  10 )
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

აფხაზეთის მოსახლეობაში დემოგრაფიული პროცესების არასახარბიელო მაჩვენებლები, რამაც ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამ პროცესების მიმართ სახელმწიფოს ყურადღების კიდევ უფრო მეტად აქცენტირების რეალურ საფუძველს წარმოადგენს. ცნობილია, რომ დემოგრაფიული პროცესების დინამიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული შვილოსნობის (ფერტილური) ასაკის მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არსებული ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ თვალსაჩინოა ის რეალური საჭიროებები, რაც მიზეზთა რიგი, რაც მოცემულ სფეროში სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისის მიღების სფეროში აფხაზეთის მოქალაქეთათვის, მათი ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დევნილთა უმრავლესობისთვის პროფილური მაღალტექნოლოგიური სერვისების ხელმიუწვდომლობის გამო ამ სფეროში სამედიცინო აქტივობის დაბალი მაჩვენებლები, და, როგორც შედეგი, დემოგრაფიული სურათის სიმძიმე, განსაზღვრავს კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას როგორც სკრინინგული, ისე პათოლოგიების საკორექციო-სამკურნალო ტაქტიკების თვალსაზრისით.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

article  13

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს როგორც პრევენციული ხასიათის ღონისძიებათა გარკვეულ სპექტრს, ისე სადიაგნოსტიკო-სამკურნალო მიმართულებების რეალიზებასაც, რაც მოწოდებულია კონკრეტულ სფეროში არსებული უარყოფითი ტენდენციების ნიველირებისა და დაკორექტირებისთვის, სტაბილურობის მიღწევისა და პერსპექტივაში დადებითი დინამიკის მიღწევისთვის.
2. სოციალური უზრუნველყოფა სოციალური დახმარების ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, სოციალური დახმარება დაეფუძნება ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებას და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს, როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტიანობა.
2.1. დევნილთა   სოციალური  უზრუნველყოფის  პროგრამა   პროგრამული კოდი (13 02,14 02,15 02) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთჯერადი დახმარებების გაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად შემდეგი კატეგორიებისათვის: – I ჯგუფის ინვალიდებზე – 100 ლარი; – მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 100 ლარი; – მარჩენალდაკარგულებზე – 100 ლარი; – დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე (თითოეულზე) – 100 ლარი;