FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  65

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი.
1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამ დაწესებულების დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი.
2. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი განისაზღვრება ამ დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად, მინისტრის ბრძანებით. შეიძლება განისაზღვროს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი.
3. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შემოღობილი უნდა იყოს ან/და გარე აკრძალული ზოლის საზღვართან შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უნდა იყოს განთავსებული.
პენიტენციური კოდექსი

article  65

4. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. აკრძალულია აგრეთვე ნივთის ან/და ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
პენიტენციური კოდექსი

article  65

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღსაკვეთად ან სამართალდამრღვევის გამოსავლენად პოლიციას მიმართოს. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.
7. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და ამ ზოლიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აკრძალულია.
8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის განხორციელება უნდა შეთანხმდეს სამსახურთან. ამასთანავე, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.