Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 15 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა. 1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას. 2. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე, დაწესებულების საბიუჯეტო (ბაზურ) დაფინანსებასთან ერთად, ხორციელდება საგრანტო სისტემით. ექსპერტიზის საფუძველზე სამეცნიერო კვლევის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესითა და კონკურსით. 3. კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფს, დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს. |