Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტურიზმის შესახებ article 41 დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულების პირობები. 1. ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქაღალდზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც ის არის (მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად), ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფო ენაზე, თუ ეს ენა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენაა. 2. ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხარეების შეთანხმებით ან გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო, რომლებიც მოვაჭრის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია. ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს წერილობით უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე. 4. ხელშეკრულება ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მხარეთა ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ ინფორმაციას, ხელმოწერას; ბ) ხელშეკრულების დადების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას. |
ტურიზმის შესახებ article 41 5. მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე უნდა აცნობოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების, ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობისა და ამავე კანონის 44-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე წინასწარი გადახდის აკრძალვის შესახებ. 6. ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალ-ცალკე. 7. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ ფორმას, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ემსახურება ამავე კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გამარტივებას. ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტული ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას გადაეცემა სათანადოდ დამოწმებული (ხელმოწერილი) ხელშეკრულების 1 ეგზემპლარი. 9. დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების ხანგრძლივობის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება, ავტომატური განახლების ან გახანგრძლივების პირობა. |