Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 139 დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებები. 1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა: ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, როდესაც სხვა დააზიანა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც თვით სამხედრო მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს ემუქრებოდა, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით არ შეიძლებოდა და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე; ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად სხვას მოუხმოს. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან; გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა; |
თავდაცვის კოდექსი article 139 დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი. თუ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო სამსახურისთვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღო; ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც მართლზომიერების პირობებს აკმაყოფილებს. 2. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა; ბ) იგი დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მეთაურის გამოძახებით სამსახურში ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა; გ) ეს არის მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირველი შემთხვევა, რომლისთვისაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა გათვალისწინებული არ არის, და თუ სამხედრო მოსამსახურემ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღიარა ის ან/და აანაზღაურა მიყენებული ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში). |