Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 8 შვილად აყვანა პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია შვილად აიყვანოს ბავშვი როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყანაში. 2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით შვილად აიყვანოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვი. 3. თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, საერთაშორისო შვილად აყვანის საკითხი წყდება საქართველოს, იმ სახელმწიფოს, რომელშიც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, და მესამე სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. 4. თუ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საერთაშორისო შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით (ჰააგის კონვენციის გამოყენებით) ან/და საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, რომელში მუდმივად მცხოვრები პირიც გახდა მშვილებელი. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 8 5. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა მესამე სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საერთაშორისო შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოს, იმ სახელმწიფოს, რომელშიც მშვილებელი მუდმივად ცხოვრობდა, და მესამე სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც რეგისტრირებულია მშვილებლად საქართველოში ბავშვის შვილად ასაყვანად, გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების მომენტისთვის გახდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, შვილად აყვანის საკითხი წყდება საქართველოში შვილად აყვანისთვის დადგენილი წესით და საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით, რომელშიც მშვილებელი მუდმივად ცხოვრობდა. |