Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 16 1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. 2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე (გარდა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა) გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. 3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. |