Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 55 4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებული არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით. 5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების დაპროექტების, მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 55 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა, მიწათსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაცვა. 1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასა და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისთვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს. 3. ელექტრონულ ი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს უფლება აქვთ მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და დაცულ ზონებში. |