FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

article  16

უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა.
1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის  ან  სხდომის  მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.
4. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

article  16

5. უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
6. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. უმაღლესი საბჭოს მიერ ან მისი მონაწილეობით განწესებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია  დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, კომიტეტმა ან კომისიამ.