Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოციალური მუშაობის შესახებ article 18 სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას; გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას; დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას. |