Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 51 ფრაქციის შექმნა. 1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს. 2. 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან 1-ზე მეტი ფრაქცია. 3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის წესდებას. 4. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს კონსტიტუციისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 5. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრების უფლებამოსილებები, ფრაქციის მიზნები, ამოცანები და სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა. 6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 7 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 51 7. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან. 8. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს ამ რეგლამენტის 52-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. |