Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 167 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიში. 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 167 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს. |