FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  6

კომპეტენტური ორგანოები.
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ენერგეტიკული საქმიანობის მართვასთან დაკავშირებულ შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სპეციალური კომპეტენციის ფარგლებში.
2. კომისია, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული სფეროს ერთადერთი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, იქმნება და მოქმედებს ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 3.ამ კანონით გათვალისწინებული სფეროს ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი უწყებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
4. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი და ადმინისტრაციული პრაქტიკის ჰარმონიზების მიზნით ამ მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ მჭიდრო თანამშრომლობას ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე.